მარშრუტი N1. სოფ. ოყურეში - ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესია - სოფ. ტვიში

მარშრუტი გადის ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ხვამლის მასივზე, რომელიც განთავსებულია მდ. რიონის მარჯვენა და მდ.  ცხენის წყლის მარცხენა მხარეს. მარშრუტი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას.

მარშრუტის საწყისი წერტილი(სოფ. ოყურეში):

 კოორდინატები -  X:   310317.418      Y: 4712693.279          

სიმაღლე ზღვის დონიდან - 880 მ.

მარშრუტის ბოლო წერტილი -   სოფ.ტვიში

კოორდინატები -   X:    319420.956       Y:  4709551.563

      სიმაღლე  ზღვის დონიდან  - 360მ;

-     მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე არის 2002მ ზღვ.დ.(მთა ხვამლის მწვერვალი)

-     მანძილი სოფ. ოყურეშიდან სოფ. ტვიშამდე არის 21  კმ;

-     მანძილი სოფ. ოყურეშიდან ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიამდე არის 15,3 კმ.

-    მანძილი  სოფ. ტვიშიდან ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიამდე არის 14,3 კმ.

      მარშრუტის ჯამური სიგრძე -  30კმ;

მარშრუტის ხანგრძლივობა: ავტომობილით - 1-2 დღე; ცხენით - 1-2 დღე; ფეხით 2-3 დღე

მარშრუტის  მოკლე  აღწერილობა

მარშრუტი იწყება სოფ. ოყურეშის აღმოსავლეთ დაბოლოებიდან(GPX-752). მოცემულ წერტილამდე წყალტუბო - ცაგერის გზიდან სოფ. ოყურეშის გავლით არის 4.1 კმ. მრშრუტი სოფ. ოყურეშიდნ მიუყვება მიემართება დაზიანებული სოფლის საავტომობილო გზა. ავტომობილით მოგზაურობის შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას მაღალი გამავლობის ავტო სატრანსპორტო საშუალება. მარშრუტის საწყისი წერტილიდან 4.9 კილომეტრში გვხვდება გზა გასაყარი( GPX-785). ამ ადგილიდან ერთი გზა(დზიანებული საავტომობილო)  მიდის სოფ. ტვიშისკენ. მეორე გზა(ტყის საავტომობილო) კი მიემართება ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიისკენ. 3. 5 კმ-ის შემდეგ(საბანაკე ადგილი) საავტომობილო გზა მთავრდება და მარშრუტი მიუყვება ბილიკს. საბანაკე ადგილიდან მანძილი წმ. გიორგის ეკლესიამდე არის 0.8-1 კმ, მთა ხვამლის მწვერვალამდე კი  - 1.9 – 2 კილომეტრი. მარსრუტის ღირშესანისნაობას წარმოადგენს წმინდა გიორგის ეკლესია, ხედები კლდოვანი თხემიდან და ხვამლის მწვერვალიდან, პირველ ყოფილი ბუნება კარსტული მღვიმეები, რომელთაგან აღსანიშნავია „თეკენთერას ჭა“ და ბოგას ყინულოვანი მღვიმე. „თეკენთერას ჭა“ არის მღვიმე, რომელშიც მოხვედრა შეიძლება მხოლოდ მის ჩასასვლელზე გაზრდილი მრავალწლოვანი ხის ფუღუროს მეშვეობით.