ხვამლი

 

ხვამლის მთა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში,  ცაგერის მუნიციპალიტეტში, რიონის ლაჯანურისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის, მისი სიმაღლე 2002 მეტრია ზღვის დონიდან.

ხვამლი სავსეა მიწისქვეშა მღვიმეებითა და გამოქვაბელებით. მე -14  საუკუნემდე ეს გამოქვაბულები იყო საქართველოს მეფეთა საგანძურის საყრდენი.

მთის თავზე, წმინდა გიორგის ეკლესია დგას.

თუ ცა მოწმენდილია, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კავკასიონის ქედი. ლეგენდის თანახმად, ხვამლის კლდეებზე მითიური გმირი პრომეთეა მიჯაჭვული, რომელმაც ცეცხლი მოპარა ღმერთს და საჩუქრად ხალხს გადასცა. ამ ადგილს ასევე უკავშირდება ლეგენდა ოქროს საწმისზე.

არქეოლოგიური თვალსაზრისით ხვამლის მთა მდიდარია უნიკალური ისტორიული ძეგლებით, აქ ნახავთ ბუნების მრავალ საოცრებას. აღმოჩენილი ნიჟარები, კი იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის წინ ეს ადგილი ზღვით იყო დაფარული.
ხვამლის მთაზე საავტომობილო გზა სრულად ბეტონის საფარითაა და იქ ასვლა ნებისმიერი ავტომობილითაა შესაძლებელი.