კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 

     სასტუმრო  "ხვამლი 2002"  არის პირველი კერძო სასტუმრო ქალაქ ცაგერში, ჩვენ სტუმრების მომსახურების დიდი გამოცდილება გვაქვს. სასტუმროში არის თავაზიანი და პროფესიონალი პერსონალი. აქ დაგხვდებათ ქართული სტუმარ-მასპინძლობა, თბილი, ოჯახური გარემო და თანამედროვე სტანდარტები. სწორედ ეს არის, რაც ყველა სტუმარს იზიდავს ჩვენთან. აქ ნებისმიერი დამსვენებელი სასურველ სტუმრად იგრძნობს თავს.
სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ცენტრში, წყნარ და კომფორტულ ადგილას, აქვეა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, პოლიცია, მუზეუმი, მაღაზიები და კაფე-ბარები.
სასტუმროში არის 11  ნომერი, კომფორტული ოთახებით, რომლებიც აღჭურვილია სამუშაოდ და დასასვენებლად  ყველა საჭირო პირობით,  ერთადგილიანი ან ორადგილიანი საწოლები, იდივიდუალური სველი წერტილები, გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემები., 
სამუშაო მაგიდა, ტელევიზია, ინტერნეტი და სხვა.

ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ  ეროვნულ და ევროპულ კერძებს, ადგილობრივი საუკუთესო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციით.

სასტუმრო ორგანიზებას უკეთებს, კონფერენციებს, ბიზნეს ვახშმებს და შეხვედრებს. ასევე ექვსკურსიებს, დასვენების და გართობისათვის ლეჩხუმის ლამაზ ბუნებაში.

სასტუმრო ცაგერში  "ხვამლი 2002"